Posts

Showing posts from March, 2017
Image
საქართველოში  გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები:  ლაფანი , კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა).
Image
ნაკრძალში ფრინველები (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია  კავკასიური როჭო  და  შურთხი , დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და  ქვეწარმავლების  8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური.
Image
ნაკრძალში ცხოველები- ძუძუმწოვრებიდან ირმის მონათესავე, მომცრო ტანის შველი მრავლადაა ლაგოდეხის ფოთლოვან ტყეებში გავრცელებული. ხოლო ჭალებში ბევრია გარეული ღორი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მტაცებლების წარმომადგენლებიდან გვხვდება მგელი და მურა დათვი. ნაკრძალში ჩლიქოსნების სიმრავლე მტაცებლების კეთილდღეობის გარანტიაა. ლაგოდეხში გავრცელებული სხვა მტაცებლებიდან აღსანიშნავია: მელა, ფოცხვერი, ტყის და კლდის კვერნები და ტყის კატა.

ლაგოდეხის ნაკრძალი

Image
ლაგოდეხინ ნაკრძალი- ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი  — მდებარეობს  კავკასიონის მთავარი ქედის  სამხრეთ კალთებზე,  საქართველოს  ტერიტორიაზე. დაარსდა  1912  წელს პოლონელი ბუნებისმეტყველის  ლუდვიკ მლოკოსიევიჩის  მიერ. უჭირავს 19749 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია.  ზღვის დონიდან  სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და  ექსპოზიციის ფერდობები , ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს  მცენარეული საფრის  მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი ( ზღვის დონიდან  450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყე...