Posts

Showing posts from April, 2017
Image
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას სწორედ ჩანჩქერებისა და ფრინველების სანახავად უნდა ეწვიოთ. ალაპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძრები და ორბები დალილვლივებენ, აქ მობინადრე როჭო და შურთხი კი ის ფრინველებია, რომლსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ იხილოთ როგორ გადმოქუხს ლაღი და წყლიანი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. გზაში შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც გადააწყდეთ. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მდე მერყეობს. 2850 მეტრზე ასულებს "შავი კლდეების ტბები" დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს. გაოცებას იწვევეს ფოთლოვანი ტყეების სამეფოს წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებიც, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება და ის ფაქტიც, რომ აქ ფლორის 121 სახე...